The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იური სვანიძე

იური სვანიძე
Date of birth:24 January, 1961  (64 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1988 წელს.

1988 წლიდან მუშაობდა ლენინგრადის ჩრდილო-დასავლეთის მშენებლობის მთავარი სამმართველოს ტრესტ "ფოლადკონსტრუქციების" ქ. პეტროზავოდსკის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში უბნის უფროსად; 1989-1990წწ. ქ. ბელამორსკში თევზის ქარხნის მშენებლობაზე, გერმანულ ფირმასთან ერთად, ქ. ნადვოიცაში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის უფროსად უნგრულ სამშენებლო ფირმასთან ერთად; 1992-1997წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მთავარ სამმართველო "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" თბილისის "ფოლადკონსტრუქციის" სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსად, სს "თბილფოლადკონსტრუქციის" გენერალური დირექტორის მოადგილედ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; 1997 წელს იყო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მშენებლობის კომისიის თავმჯდომარე; 2001-2003წწ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სსიპ "მშენებლის"დირექტორის მოადგილე; 2003-2009წწ. სსიპ "საწარმოთა მართვის სააგენტოს" სამშენებლო ინდუსტრიის განყოფილების უფროსი, დარგობრივი ეკონომიკის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი, ამავე ჯგუფის უფროსი; 2011 წელს მუშაობდა შპს "საქართველოს პარლამენტის ავტობაზის" გენერალური დირექტორის მოადგილედ; არის ქ. ქაიროში (ეგვიპტე) ხიდების, გვირაბებისა და შენობა-ნაგებობების მშენებლობაში მონაწილეობისათვის მიღებული აქვს სერტიფიკატი. მშენებლობის ინჟინერიის დოქტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.508-509; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.62

Member of Organizations

  • ამერიკის მშენებელ ინჟინერთა საზოგადოების (ASCE), სრული წევრი
  • ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭო (ECCE), 2016–2018 წლების ბორდის წარმომადგენელი ყოფილი საბჭოთა ქვეყნებში
  • მსოფლიოს მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (WCCE) ბორდი , ბორდის წარმომადგებნელი აზიის კონტინენტზე
  • მსოფლიოს ფედერაცია ინჟინერთა ორგანიზაციების (WFEO) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კომიტეტი, WCCE ბორდის წარმომადგენელი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი, წევრი
  • საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტების სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო, საბჭოს წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ–კორესპოდენტი
  • საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება (GSCE), პრეზიდენტი

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების მედალი

Share: