The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ სიგუა

რევაზ სიგუა
დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1935  (90 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის საექსპლუატაციო ფაკულტეტი; პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტის ასპირანტურა 1965 წელს.

მუშაობდა კავკასიის სახელმწიფო საპროექტო-საკვლევ ინსტიტუტ "კავგიპროტრანსის" სადგურებისა და კვანძების განყოფილების ინჟინრად, განყოფილების გამგედ; 1973 წლიდან (25 წლის განმავლობაში) მუშაობდა ამავე ინსტიტუტის მთავარ ინჟინრად; 1982-1984წწ. მივლინებული იყო სირიაში "ალეპო-დამასკოს" რკინიგზის მშენებლობაზე საავტორო ზედამხედველობის კონტრაქტის ხელმძღვანელად; 1998 წლიდან შპს "საქართველოს რკინიგზის" სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და ინფორმატიკის სამსახურის მთავარი ინჟინერია; მონაწილეობდა კავკასიის რეგიონში მსხვილი სარკინიგზო კვანძების დაპროექტება-მშენებლობაში; მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა "მეშხედ-სერახსის" (ირანი) ახალი რკინიგზა (ექსპლუატაციაში გადაიცა 1995 წელს) და "საქართველო-თურქეთის" დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტექნიკურ-ეკოლონომიკური მოსაზრება; მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო, 2002 წელს N1278 განკარგულებით გამომეცხადა საქართველოს პრეზიდენტის მადლობა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.509-510

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო რკინიგზელი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: