The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ემანუელ სიორდია

ემანუელ სიორდია
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1933  (91 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ჩაქვი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო საწარმოთა მშენებლობის სპეციალობით 1957 წელს.

1957-1961წწ. მუშაობდა ქ. კადიევკის სამშენებლო სამმართველო "შახტმშენში" სამთო ოსტატად, ცვლის ინჟინრად, უფროსის მოადგილედ; 1961-1972წწ. ქობულეთის რაიონის ჩაქვის ციტრუსების მეურნეობაში ინჟინრად; 1972-1975წწ. ქობულეთის რაიონის ჩაქვის სუბტროპიკული მეურნეობის მშენებელ ინჟინრად, უბნის უფროსად, დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1975-1993წწ. იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს ქობულეთის სარემონტო-სამშენებლო უბნის უფროსი; 1993-1999წწ. რესპუბლიკური გაერთიანება "საქსოფმშენკომპლექტის" ქობულეთის სამრეწველო-საკარიერო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1999 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან და ასრულებს საექსპერტიზო-საპროექტო სამუშაოებს საგზაო და სამრეწველო ობიექტების მშენებლობისთვის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.511


გააზიარე: