შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუღა სიხარულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი სამიმოსვლო გზათა მშენებლობის სპეციალობით 1947 წელს. 1947-1951წწ. მუშაობდა ქ. უფაში, N417 ხიდმშენ მატარებლის სამუშაოთა მწარმოებლად და სსრ კავშირის მიმოსვლის გზათა სამინისტროს N406 ხიდმშენ მატარებლის რკინიგზის ხიდების მშენებლობის ტყვარჩელის უბნის უფროსად; 1951-1957წწ. მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ტყვარჩელის საქალაქო კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგედ, კომპარტიის ქუთაისის საოლქო კომიტეტის ტრანსპორტის განყოფილების გამგედ, კომპარტიის ტყვარჩელის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1957 წლიდან სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენიში" მუშაობდა სამშენებლო სამმართველოს უფროსად, ტრესტის მთავარ ინჟინრად, მმართველად; 1976 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის პირველ მოადგილედ; 1985 წელს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; პროფესიული შრომითი საქმიანობის პერიოდში ხელმძღვანელობდა "ხაშური-ზესტაფონის" მეორე სარკინიგზო ხაზის, "ბორჯომ-ბაკურიანის" (საქართველო), "ოქტომბერ-არშალუისის" (სომხეთი), "აღსტაფა-ბეიუკიაკისის" (აზერბაიჯანი) რკინიგზის ხაზების ელექტრიფიცირებას; მისი ხელმძღვანელობით აშენდა: თბილისის რკინიგზის ცენტრალური, საავტომობილო და აერო ვაგზლები, ვაკე-საბურთალოს საავტომობილო მაგისტრალი, სამგორის რკინიგზის სადგური, სოხუმის სალოკომოტივო დეპო, ქ. ტაუზის სარკინიგზო სადგური (აზერბაიჯანი), კოპიტნარის აერო და ფოთის საზღვაო ვაგზლები, თბილისის ელმავალმშენებელი და ელექტროვაგონმშენებელი ქარხნები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ობსერვატორია, სოხუმის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ს/კ ინსტიტუტი, ბაკურიანისა და დონბაის (რუსეთი) საერთაშორისო, ახალგაზრდული საბანაკო კომპლექსები, ბორჯომის, მარნეულისა და კაჭრეთის ელევატორები, გამარჯვებისა და კინდღის მეფრინველეობის და წნორის მეცხოველეობის კომპლექსები, საგარეჯოს ღვინის ქარხანა, საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები (საქართველოს თითქმის ყველა რაიონში); მიღებული ჰქონდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის უმაღლესი საბჭოების პრეზიდიუმების საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.512-513 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |