The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან სკამკოჩაიშვილი

დაბადების თარიღი:15 მარტი, 1926  (99 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1949 წელს.

1949-1952წწ. მუშაობდა მახარაძის საამშენებლო სამმართველოში მშენებელ ინჟინრად; 1952-1954წწ. მახარაძის წყალთა მეურნეობის სადგურზე ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსად; 1954-1957წწ. ცეკავშირის მახარაძის სამშენებლო უბნის ინჟინერ-მშენებლად, უბნის უფროსად; 1956-1961წწ. ოზურგეთის ფაიფურის ქარხნის კაპიტალური მშენებლობის ინჟინრად; 1961-1998წწ. იყო ოზურგეთის მაღაროთა სამმართველოს დირექტორის მოადგილე კაპიტალური მშენებლობის დარგში; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა ფამფალეთისა და ასკანის სავაჭრო ცენტრის, ფაიფურის ქარხნის, მახარაძის N1 საშუალო სკოლის ახალი კორპუსის, ურეკში დასასვენებელ კომპლექს "მთის ბროლის", მისი საერთო საცხოვრებლების, ოზურგეთში მაღაროთა სამმართველოს ქიმიური ქარხნის, ასევე ბენტონიტების ქარხნის, მაღაროთა სამმართველოს საბავშვო ბაღისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.513

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: