შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესო სოლომანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1987 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (გ. შენგელაიას სახელოსნო) 1996 წელს. 1988-1990წწ. მუშაობდა ომალოს სკოლაში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად; 1996-2000წწ. ტელეფილმების სტუდიაში გადაცემა "სატელევიზიო კინოდარბაზის" რეჟისორად; 2003-2016წწ. ტელეკომპანია "იმედი" მთავარ რეჟისორად; 2017წ. საზოგადოებრივი არხისთვის მხატვრული სერიალის "ვაკანსიამკვლელის თანამდებობაზე", დამდგმელი რეჟისორი; 2018-2020წწ. სერიალის "ჩემი ცოლის დაქალები" რეჟისორი; საკუთარი სცენარით გადაიღო მ/მ მხატვრული ფილმები: "ვერნისაჟი" (1996), "სისხლიანი სცენარი" (2000), "დეტონატორი" (2012); მხატვრულ - დოკუმენტური ფილმები: "მოდით, ყველამ ერთად ვცადოთ"(1998), "მამა, მე ალბათ ჯარში დავრჩები" (2002), "გრიგოლ რობაქიძე", "პრინცი მაჩაბელი" (2006); როგორც მსახიობი მონაწილეობს ფილმებში: "დაბადების დღე" (ვ. ვარაზი, 1995), "სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში" (გ. გაჩეჩილაძე, 2000), "ნუცას სკოლა" (მ. კოკოჩაშვილი, 2000), "ფანჯარა" (რ. პირველი, 2006), "რენე მიდის ჰოლივუდში" (ა. ცაბაძე, 2010), "ცუდი ხალხი" (გ. თავართქილაძე, 2017). მიღებული აქვს სოჭის კინოფორუმის პრიზი მხატვრული ფილმისთვის "ვერნისაჟი" (1995), ანჟეს სკფ - ის ფესტივალის პრიზი ფილმისთვის "სისხლიანი სცენარი" (1997), ნოვორასიისკის სადებიუტო ფილმების ფესტივალის პრიზი დოკ. ფილმისთვის "მოდით ყველამ ერთად ვცადოთ" (1998). იყო ლიტერატურული პრემია "საბას" (2007, 2010) და ლიტერატურული პრემია "ლიტერას" (2020) ნომინანტი. კინორეჟისორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 163; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |