Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ სოტკილავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო (განაწილებით) ქ. მოსკოვის სამოქალაქო მშენებლობის N2 სამშენებლო ტრესტის N19 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში მშენებელ ოსტატად; 1964 წლიდან მუშაობდა ოსტანკინოს ტელეცენტრის კომპლექსის მშენებლობაზე, შემდეგ მოსკოვის N2 სამედიცინო და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტების სასწავლო კორპუსების და პოლონეთის საელჩოს შენობების მშენებლობაზე; 1977 წლიდან გადაიყვანეს N29 სამშენებლო ტრესტ "მოსსტროის" N206 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ლუჟნიკების სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქციის და რიგი ოლიმპიური ობიექტების (1980) მშენებლობას; 1982 წელს დაინიშნა საბჭოთა კავშირის საშუალო მანქანათმშენებლობის სამინისტროს ზუგდიდის ხელსაწყოთა ქარხანა "ვექტორის" დირექტორად; ცხოვრობს აშშ-ში და ეწევა სამშენებლო საქმიანობას ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.517 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |