The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ქსნის ერისთავი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 1662
დაკრძალვის ადგილი:იკორთის ტაძარი, არცევის თემი, გორის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

შალვა ქსნის ერისთავი - ქსნის საერისთაოს ერისთავი, 1659 წლის კახეთის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ, ქვეყნისთვის მტრის ახალი შემოსევა რომ აეცილებინა, შალვა ქსნის ერისთავი, ბიძინა ჩოლოყაშვილთან  და ელიზბარ ჩოლოყაშვილთან ერთად სპარსეთის შაჰს ეახლა. შაჰმა ისინი განჯის ხანს გადასცა, ხოლო განჯის ხანმა კი იმ თურქმენულ ტომებს, რომლებიც კახეთის აჯანყების დროს ამოწყვიტეს. ქართველი გმირები წამებით დახოცეს. ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა. შალვა ქსნის ერისთავი დაკრძალულია ქსნის ერისთავთა საგვარეულო სამარხში - იკორთის მონასტერში.

წყარო:  ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10. -თბ., 1986. -გვ. 677 


გააზიარე: