The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია იზორია

მაია იზორია
დაბადების თარიღი:11 მაისი, 19??
კატეგორია:მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი 1980 წელს.

1991-2006წწ. მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის უფროს მასწავლებლად ხელოვნების ისტორიაში; 2002-2016წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ლექტორი ხელოვნების ისტორიაში (რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები); 2004 წელს პიროვნული რესურსებისა და კვლევის განვითარების ცენტრის საორგანიზაციო საკითხების მენეჯერი; 2007-2012წწ. და 2015-2016წწ. ილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ხელოვნების ისტორიაში (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი. საბაკალავრო პროგრამა: ვიზუალური ხელოვნების ანალიტიკური კურსი); 2007 წლიდან არის ექსპერტი მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში და მონაწილე მრავალი პროექტისა, მათ შორის: თუშეთის რეაბილიტაციის პროექტი (2007), საჯარო ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის რეკონსტრუქციის პროექტი (2008), ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის პროექტი (2010), თბილისის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის ჰერბარიუმის რეკონსტრუქციის პროექტი (2010), ჯრუჭის მონასტრის რეაბილიტაციის პროექტი (2012), ახალციხის რაბათის ციხის ძეგლების პასპორტიზაცია (2012), ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის არქიტექტურული ანსაბლის რეკონსტრუქციის პროექტი (2013), ზედა ბეთლემის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის არქიტექტურული კვლევა (2017), ოზურგეთის თეატრის რეაბილიტაციის პროექტი (2018) და სხვ.; 2016 წლიდან კიევის ბორის გრინჩენკის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი "არტ-სივრცე" საერთაშორისო რედკოლეგიის წევრი. ავტორია 40-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნებისა. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სახვითი ტენდენციები თანამედროვე ქართულ მხატვრულ კერამიკაში", დაიცვა 2009 წელს. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მუზეუმების საერთაშორისო ასოციაცია (ICOM), წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: