შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალეკო ტატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1950 წელს; მოსკოვის მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემიის სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა 1955 წელს. 1955-1959წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ს/კ ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1959-1978წწ. საშენ მასალათა ს/კ ინსტიტუტში - ბეტონის ტექნოლოგიისა და ნაკეთობების ლაბორატორიის გამგედ; 1973 წლიდან იყო სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანება "საქსაშენმასალების" გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1964 წელს აირჩიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო წარმოებისა და საშენი მასალების კათედრის დოცენტად; 1978 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობის ტექნიკისა და ტექნოლოგიის კათედრის გამგეა; არის მსუბუქი ბეტონების გამოყენების სკოლის დამფუძნებელი საქართველოში და მსუბუქი ბეტონებისგან დამზადებული კონსტრუქციების დანერგვის ინიციატორი; 110-ზე მეტი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, მონოგრაფიების, გამოგონებების, სტუდენტური სახელმძღვანელოების ავტორი; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.526; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.124 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |