The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია იაშვილი

ოფიციალური სახელი:გიორგი იაშვილი
დაბადების თარიღი:12 ივნისი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის განყოფილება 1978 წელს.

1970-1973წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო და კინოსარეჟისორო (1980) კურსებზე. 1988-1996წწ. იყო საქართველოს მხატვართა კავშირის სამდივნოს წევრი; 1988-1994წწ. გამოყენებითი ხელოვნების სექციის თავმჯდომარე; 1987-1988წწ. მონუმენტალური ხელოვნების საბჭოს თავმჯდომარე; 1996-2000წწ. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ექსპერტთა საბჭოს წევრი; საერთაშორისო ორგანიზაცია LACI-ის (აშშ) წევრი და წარმომადგენელი საქართველოში. იყო "ჩიკაგო არტ" ინსტიტუტის (1989), "კენტ უნივერსიტეტის" (ოჰაიო, აშშ 1992) მიწვეული პროფესორი; აშშ. სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის პროგრამის მონაწილე (ჩიკაგო, აშშ 2006). თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, დოცენტი. არის ავტორი ნამუშევრებისა: კერამიკული ქანდაკებების ციკლი "ქალდეა", "გარინდული მხედარი", "არმაზის მწუხარი", "ხარის ნახტომი"; მონუმენტური პანო "კოლხიდა"; ოფორტების სერია "წარტაცება ღამეში"; დეკორატიული ჭურჭლის სერია "არქაული", "სახიობა" და სხვა. 1977 წლიდან მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში, საერთაშორისო პროგრამებსა და შემოქმედებით ჯგუფებში. მისი ნამუშევრები რეგულარულად იფინება მსოფლიო გამოფენაზე "New Art Form" (ჩიკაგო, აშშ); შეტანილია "Art in America"-ს გამოფენათა კატალოგში და დაცულია იუნესკოს, დემირელის, ATA-ს, "TMS"-ის, Laikside GRP"-ის, "Bount GLR" გალერეებსა და ფონდებში;  საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო და კერძო კოლექციებში. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ხელოვნების სწავლების მეთოდოლოგიაზე. მიღებული აქვს სსრკ სამხატვრო აკადემიის პრემია (1984); ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გრანმპრი (1995-1996); USAID-ის საპროგრამო (თბილისი, 1996) და საერთაშორისო ორგანიზაცია "ATA"-ს სახელობითი (აშშ, 1997) გრანტები. საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი (1996). მხატვარ-კერამიკოსი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.216

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ექსპერტთა საბჭო, წევრი (1996-2000)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1981-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირის სამდივნო, წევრი (1988-1996)
  • სსრკ დიზაინერთა კავშირი, წევრ (1984-)
  • სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1981-)

გააზიარე: