The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ტყეშელაშვილი

დიმიტრი ტყეშელაშვილი
Date of birth:7 April, 1941  (84 years)
Category:Engineer, Scientist, Chemist

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი 1964 წელს; საშენ მასალათა ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა 1969 წელს.

1964-1966წწ. მუშაობდა თბილისის პლასტმასის ქარხანაში ოსტატად, ცვლის უფროსად, ქარხნის ცენტრალური ლაბორატორიის უფროსის მოადგილედ; საშენ მასალათა სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "საქსაშენმასალების" პოლიმერული საშენი მასალების ლაბორატორიაში; 1979-1989წწ. მუშაობდა საქართველოს კპ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომში, შემდეგ ამავე რაიონში რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1989 წლიდან სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "საქსაშენმასალების" (შემდგომში სს "საქსაშენმეცნიერება") გენერალური დირექტორის მოადგილე იყო; ასევე იყო ჟურნალ "საშენი მასალები და ნაკეთობების" მთავარი რედაქტორის მოადგილე; მუშაობდა პოლიმერული საშენი მასალების - ალკიდური და პოლივინილქლორიდის ლინოლეუმის, რუბეროიდის, პოლიეთილენის საშენი მასალების მოდიფიცირების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე; მის მიერ დამუშავებული აქტივიზებული ორგანული და არაორგანული პოლიმერული საშენი მასალების შემავსებლები სხვადასხვა დროს დაინერგა ოდესისა და ლიეპაის ლინოლეუმის, გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის ქარხნებსა და თბილისისა და რუსთავის საშენ მასალათა კომბინატებში; მონაწილეობდა თბილისის ლინოლეუმის (პოლივინილქლორიდის) ქარხნის ამუშავებაში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ლილოს საშენ მასალათა კომბინატისა და თბილისის შპალერის ქარხნის ამუშავებისა და ადგილობრივი მასალების სამშენებლო პრაქტიკაში დანერგვის საქმეში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.533; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.175

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების მედალი
    საქართველოში საშენმასალათა მრეწველობის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმის, ახალი სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების დამუშავებისა და დანერგვისათვის
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: