შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ფაღავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი ჰიდროტექნიკის სპეციალობით 1955 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი მშენებელ-ინჟინრის კვალიფიკაციით 1964 წელს. 1955-1964წწ. მუშაობს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1965-1972წწ. საშენ მასალათა კომბინატის უფროსად; 1972-1977წწ. "საქსოფლტექნიკის" აჭარის სამშენებლო სამმართველოს უფროსი იყო; 1979-1980წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის სამმართველოს უფროსი; 1980-1987წწ. მუშაობდა ცეკავშირის N2 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1987-1991წწ. აჭარკოოპკავშირის მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; 1991-1998წწ. N10 სამშენებლო ტრესტის მმართველი იყო; 1998-2007წწ. სს "მშენებელი 98"-ის აღმასრულებელი დირექტორი; 2007-2011წწ. მუშაობდა სს "ბათუმი სითის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ; 2011-2012წწ. სს "ფიროსმანის" ერთ-ერთ ხელმძღვანელად; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით განხორციელებულია ჩვენი ქვეყნისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა; მათ შორის აღსანიშნავია: საცხოვრებელი სახლებისა და სასათბურე კომპლექსების მშენებლობა ქ. ბათუმის და ხელვაჩაურის რეგიონში, სასმელი წყლის რკინაბეტონის რეზერვუარების, კომპლექსური ფილტრატების, გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა ჭოროხსა და ყოროლისწყალზე, ვაგონმცლელი ესტაკადების მშენებლობა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, საკვებგადამამუშავებელი საამქროები აჭარისა და გურიის რეგიონში, ნატოს სტანდარტის სასაზღვრო ცენტრები სარფში, კირნათში, გორგაძეებში, ტბეთში, ხიხანძირში, ჩიბუხში და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.545-546
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |