შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფოლად ფოლად-ზადე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამტავრა მოსკოვის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1955 წელს. 1955-1956წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ტაჯიკჰიდრომშენის" სისტემაში N2 სამშენებლო სამმართველოს ინჟინერ-მშენებლად, სამშენებლო უბნის უფროსად; 1956 წლიდან მუშაობდა "მთავარკურა-არაქსწყალმშენის" სამმართველოს ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1957-1959წწ. მუშაობდა "მთავარკურა-არაქსწყალმშენის" N8 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს ჯერ უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1959-1963წწ. "მთავარკურა-არაქსწყალმშენის" N2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარი ინჟინერი იყო; 1963 წელს გადაიყვანეს აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1964 წელს დაინიშნა საბჭოთა კავშირის წყალთა მეურნეობის სამინისტროს ამიერკავკასიის მთავარი საწარმოო სამმართველოს უფროსად (ქ. ბაქოში); 1965 წელს გადაიყვანეს "მთავარკურა-არაქსწყალმშენის" უფროსის პირველ მოადგილედ, შემდგომ მთავარი სამმართველოს უფროსად; 1970-1974წწ. აზერბაიჯანის სსრ სამელიორაციო მშენებლობის მთავარი სამმართველოს ("მთავარაზმელიოწყალმშენი") უფროსი იყო; 1974 წელს გადაიყვანეს მოსკოვში, საბჭოთა კავშირის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ; 1989 წლიდან საბჭოთა კავშირის წყალთა მეურნეობის მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე იყო; 1990-1991წწ. სსრკ სახელმწიფო კონცერნ "წყალმშენის" თავმჯდომარე; 1992 წლიდან მისი გენერალური დირექტორია; 2005 წლიდან კონცერნ "წყალმშენის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.549-550 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |