შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ხიმშიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა პავლოვის კადეტთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო 1855 წლიდან. მონაწილეობდა ყირიმის (1853–1856) და რუსეთ-თურქეთის (1877–1878) ომებში. მსახურობდა საველე არტილერიის მეცამეტე ბრიგადაში. იყო 21-ე საარტილერიო ბრიგადის მეორე ბატარეის მეთაური (1874-1878), პოლკოვნიკი (1877), არტილერიის მე-6-ე ბრიგადის მეთაური (1892-1893), 39-ე საარტილერიო ბრიგადის მეთაური (1893-1897), გრენადერთა ბრიგადის არტილერიის მეთაური (1895), კავკასიის 1-ლი საარმიო კორპუსის საარტილერიო მეთაური (1899), ალექსანდროვის კომიტეტის წევრი (1905). გენერალ-მაიორი (1892), გენერალ-ლეიტენანტი (1900). 1908 წელს მიიღო არტილერიის გენერლის წოდება. 1906–1913 წლებში გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი ხიმშიაშვილმა მთაწმინდაზე 339 კვადრატული საჟენი მიწა ეპარქიის სასულიერო-განმანათლებელ საძმოს მიხეილ ტვერელის ეკლესიის ასაშენებლად გადასცა. გარდაიცვალა 1917 წლის 16 ივლისს ბორჯომში. დასაფლავებულია თბილისში წმინდა მიხეილ ტვერელის ეკლესიის ეზოში (საფლავი დაკარგულია). რუსეთის არმიის არტილერიის გენერალი (13. 04. 1908). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |