The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ტრაპაიძე

ქეთევან ტრაპაიძე
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1969  (56 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1991 წელს. 

1991 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. 2003-2004წწ. იყო კომპანია "ქართული ტელეფილმების" პროგრამების წამყვანი. 2007 წლიდან არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო მიმართულების კურატორი, რამდენიმე კომპლექსური პროექტის ავტორი. 2011 წლიდან შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. არის ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. ეწევა სამეცნიერო (თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში) და პედაგოგიურ (სამხატვრო აკადემიაში) მოღვაწეობას. მისი სტატიები გამოქვეყნებულია პერიოდულ გამოცემებში. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. 

სადისერტაციო თემა - "70-ანი წლების ქართული კინოს თემატური ტენდენციები". კინომცოდნე.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 165; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი: tafu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ა.ი. პ. "საქარველოს მემკვიდრეობა" , დამფუძნებელთა საბჭოს მოქმედი წევრი
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: