შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ყარანგოზიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. 1877-1877 წლების რუსეთ-თურქეთის ომის გმირი (ომობდა კავკასიის ფრონტზე ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის შემადგენლობაში). 1905 წელს "ჯავშნოსან პოტიომკინზე" მომხდარი აჯანყების დღეებში დაინიშნა ოდესის კომენდანტად, შემდეგ დროებით გენერალ-გუბერნატორად. მან პირადად მიმართა სიტყვით მეზღვაურებს, რის შედეგადაც აჯანყებულები დაწყნარდნენ. ამის შემდეგ, "ჯავშნოსან პოტიომკინის" მეზღვაურებმა სცადეს კონსტანტინე ყარანგოზიშვილის მოკვლა, მაგრამ არ გამოუვიდათ, მცდელობა ოდესის პოლიციამ აღკვეთა. 1907 წელს სამკურნალოდ მყოფი გენერალი ყარანგოზიშვილი პიატიგორსკში მოკლეს ტერორისტებმა. 1908 წელს ოდესაში ერთ-ერთ ქუჩას (ул. Гулевая) მიენიჭა მისი სახელი. გენერალ-მაიორი, ნიჟეგოროდის 44-ე და ასტრახანის დრაგუნთა 22-ე პოლკების მეთაური (1895-1899), მე-8 საკავალერიო დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაური, ოდესის გენერალ-გუბერნატორი (1906-1907), ქ. ოდესაში ლევ ტოლსტოის სახელობის ქუჩა 1908 წლის 28 აგვისტოდან 1923 წლამდე გენერალ კონსტანტინე ყარანგოზიშვილის სახელს ატარებდა. წყარო: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |