შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან აბაშიძე-ამირეჯიბი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცხრამუხა, ხაშურის რაიონი. ქეთევან ჯიბრაილის ასული აბაშიძე-ამირეჯიბი (პროფესორ კონსტანტინე ამირეჯიბის მეუღლე) - დაამთავრა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი. წლების მანძილზე სოფელ ავლევში (ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი) ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა. სათავეში ედგა ამავე სოფელში საკუთარი სახსრებით დაარსებულ ხელსაქმის სკოლას. 1902 წლის 24 აგვისტოს სალეწი მანქანის გამოცდის დროს დაკარგა მარჯვენა ფეხი. 1918 წელს თბილისში მისი ოჯახის გადმოსვლის შემდეგ ქეთევან აბაშიძე მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში. სამამულო ომის დროს აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჰოსპიტლებში. მიღებული ჰქონდა მედლები და ჯილდოები. წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |