შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფირან ჩერქეზიშვილი![]()
ბიოგრაფიაფირან ჩერქეზიშვილი, სავარაუდოდ ქართლელი აზნაური სოფელ კულბითიდან (შიდა ქართლი, გორის მუნიციპალიტეტი), იყო იულონ ბატონიშვილის ბოქაულთუხუცესი. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას გადაარჩინა თბილისის სიონის ნივთები. 1801 წელს, როცა იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები იმერეთში გადავიდნენ, ფირან ჩერქეზიშვილს მიჰქონდა და მოჰქონდა ბატონიშვილის წერილები ქართლის თავადაზნაურობასა და ოსებთან. ლაზარევმა მისი დაჭერის შესახებ ბრძანება გასცა. როცა 1804 წლის ზაფხულში იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები იმერეთიდან სპარსეთში გადასვლას აპირებდნენ, სურამის გზაზე მათ თავს დაესხა ეგერთა როტა (გოგი რამინის ძე ამირეჯიბის მეთაურობით). როტასთან შებრძოლებისას "მოსწყვიტნენ მისთანა თარხნიშვილი ტეტია ძე ბეციასი და ჩერქეზიშვილი ფირან და კეზელი დათუა ძითურთ თვისით" ამ შეტაკებისას იულონ ბატონიშვილი შეიპყრე, ხოლო ფირან ჩერქეზიშვილი დაიღუპა. წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |