შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ ქავთარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1933 წელს. 1933-1944წწ. მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "ქალაქმშენში" და სასოფლო მშენებლობის სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1944-1954წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო-შრომითი რეზერვების ტერიტორიული სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1954-1958წწ. საქართველოს სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის მშენებლობისა და საშენ მასალათა განყოფილების უფროსი; 1958-1981წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგის მოადგილე, სექტორის გამგე და განყოფილების გამგე; 1981-1989წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსად; ხელმძღვანელობდა მნიშვნელოვანი ნაგებობების, მათ შორის: "ბაქტერიოფაგის", კომპოზიტორთა შემოქმედებითი სახლის (ბორჯომში), კინოსტუდიის, ბაკურიანის სპორტული კომპლექსის, სახელმწოფო შრომითი რეზერვების ობიექტების მშენებლობას; დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.555-556 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |