The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ ქაცარავა

რამაზ ქაცარავა
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1936  (89 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

1960-1965წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1965-1970წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში - მთავარ სპეციალისტად; 1970 წლიდან იყო თბილისის ზონალურ ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "თბილზნიიეპის" დირექტორის მოადგილე და გენერალური დირექტორი; შრომითი საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობდა თბილისის არაერთი მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობის მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისთვის ახალი კონსტრუქციული სისტემების შესაქმნელად ჩატარებულ სამეცნიერო-ექსპერიმენტულ კვლევებს; აქტიურად მონაწილეობდა ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე მიწისძვრისა თუ სხვა სტიქიურ უბედურებათა შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენა-გამაგრებაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.560

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: