The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ქაჯაია

ნოდარ ქაჯაია
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1929  (96 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი, შახტმშენებლობის სპეციალობით 1953 წელს.

1953-1958წწ. მუშაობდა ტრესტ "ტყვარჩელშახტმშენში" ინჟინრად; 1958-1965წწ. სამთო მაშველი ორგანიზაციის მეთაურად; 1965-1972წწ. ამავე ორგანიზაციის შტაბის მთავარ ინჟინრად; 1972-1978წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "ტყვარჩელშახტმშენის" მთავარი ინჟინერი; 1978-1992წწ. ამავე სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მთავარი ტექნოლოგი; 1982-1991წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მთავარი ტექნიკური ექსპერტი; მისი მონაწილეობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა N6 და N8 შახტები, დოლომიტის გამამდიდრებელი ფაბრიკა ტყვარჩელში, მთავრობის სახლი სოხუმში, ფეხბურთის სტადიონი ქ. ლანჩხუთში, ორი საკონსერვო ქარხანა, მეფრინველეობის კომპლექსები და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის ახალი სოფლები, ქ. ხობის საავადმყოფო და სხვა სოციალური დანიშნულების ობიექტები; მიღებული აქვს როგორც საკავშირო, ასევე რესპუბლიკური სამინისტროების საპატიო სიგელები და წამახალისებელი ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.562


გააზიარე: