The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ქევხიშვილი

ილია ქევხიშვილი
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აკურა, თელავის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968-1986წწ. მუშაობდა მოსკოვში, სპეციალურ სამონტაჟო გაერთიანება "მოსსანტექმშენის" N1 და N58 ტრესტებში სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად, უფროსად; სამშენებლო გაერთიანება "მთავარმოსმშენის" N6 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, ტრესტის მმართველად; 1986-1987წწ. სამშენებლო გაერთიანება "მთავარმოსმშენის" საბანაო მშენებლობის გაერთიანების უფროსის მოადგილედ; 1987-1993წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო საწარმოო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" უფროსად, ფირმა "თბილქალაქმშენის" პრეზიდენტად; იყო საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე, სამინისტროს კოლეგიისა და თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის წევრი; ხელმძღვანელობდა თბილისში დიღმის მასივისა და ვარკეთილის, მუხიანის, ვაზისუბნის საცხოვრებელი მიკრორაიონების მშენებლობას, მიწისძვრის შედეგად საჩხერის რაიონში დანგრეული საცხოვრებელი სახლების აღდგენას, ტიუმენის ოლქისა (რუსეთი) და ჩერნობილის (უკრაინა) ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას; იყო არაერთგზის იყო არჩეული თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად; მიღებული ჰქონდა სახელმწოფო ჯილდოები; ახალგაზრდობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სპორტში; არის სპორტის ოსტატი ჭიდაობაში, სსრკ ჩემპიონი ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.564-565

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: