The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან კორძაია

დაბადების თარიღი:11 მაისი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი 1983 წელს; 

დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტისა და ფონდ "კავკასიას" კულტურის მენეჯერთა გადამზადების კურსები 2004 წელს, მიღებული აქვს 5 საერთაშორისო სერტიფიკატი.

1983-1985წწ. იყო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის თბილისის ფილიალის ზედამხედველი; 1986-1987წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის" რედაქტორი; ტელეფილმების სტუდიის რეჟისორის ასისტენტი (1988); 1995-2001წწ. გალერეა "თი-ემ-ეს"-ის გენერალური მენეჯერი; რადიო "მწვანე ტალღის" წამყვანი (2005); 2005 წლიდან საქართველოს ეროვნული გალერეის დირექტორი; 1999 წლიდან ხელოვნების მენეჯერთა კავკასიის ქსელის ვიზუალური ხელოვნების პროგრამების კოორდინატორი; 2004 წლიდან ბრიტანულ-ქართული კულტურის პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვიზუალური ხელოვნების პროგრამების კოორდინატორი; 2001-2006წწ. საქართველოსა და საზღვარგარეთ 23 პროექტის ავტორი კურატორი. მათ შორის: "სამი გაჩერება აბრეშუმის გზაზე" ფოტოგამოფენა (ბაქო, 2002); "CURRICULUM VITAE-XX საუკუნე : ქართული მხატვრობის ამბავი" (დ. ანდრიაძესთან ერთად, თბილისი, 2003); "Painting Jazz" (ბაქო, 2003); "Island" ლენდ არტის საერთაშორისო პროექტი (კასპიის ზღვა, კუნძული ნარგინი, 2003); "ორტრესს" ლენდ არტის საერთაშორისო პროექტი (შატილი, 2004). 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.271


გააზიარე: