შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კულაში, ქუთაისის გუბერნია. საუნივერსიტეტო განათლება მიიღო გერმანიაში. განათლებით ეკონომისტს, ჯერ რუსეთში მოუხდა მუშაობა; საქართველოში 1921 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდა და დაინიშნა განათლების სახალხო კომისრად (განათლების მინისტრად). ამ დიდ ეროვნულ საქმეს მთელი 10 წლის განმავლობაში უანგაროდ, საქმის დიდი ცოდნითა და თავდადებით ემსახურა; 1928 წლის ოქტომბრისათვის დამთავრდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის რეორგანიზაცია. მას შეუერთდა ამიერკავკასიის რუსული პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო განყოფილება და ამ ორი სასწავლებლის ბაზაზე დაფუძნდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი; 1930 წელს სამუშაოდ მოსკოვში გადაიყვანეს - იყო საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილე; 1930-1934წწ. საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენელი შვედეთში, 1935-1937წწ. - გერმანიაში; ასრულებდა ი. სტალინის პირად დავალებებს გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში სსრკ-ისთვის სამხედრო და სტრატეგიული მასალების მიწოდების თაობაზე (ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც "კანდელაკის მისიას"); 1937 წლის 11 სექტემბერს მოსკოვში დააპატიმრეს. ბრალად ედებოდა ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი რექტორი; ემსხვერპლა პოლიტიკურ რეპრესიებს. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 511; tbilisipost.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |