შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ქორჩილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა აბაშა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1959წწ. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა ობიექტების მშენებლობაზე; 1959 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში", სადაც გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური, რიგითი ინჟინრიდან მთავარ ინჟინრამდე; მონაწილეობდა თბილისის ელმავალმშენებელი (რეკონსტრუქცია), სტაბილური იზოტოპებისა და ქუთაისის საავტომობილო ქარხნების, საგურამოს კოსმიური კვლევის ლაბორატორიის, ჭიათურის გამამდიდრებელი ფაბრიკების, რუსთავის ქიმკომბინატის, ქარხნების - "ავტოვაზის", "კამაზის", სამშენებლო ინდუსტრიისა და სხვა დარგების მნიშვნელოვანი ობიექტების დაპროექტებაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; წლების განმავლობაში თანამშრომლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან; იყო დიპლომის ხელძღვანელი, კონსულტანტი, რეცენზენტი, სახელმწიფო საგამოცდო კომისიის წევრი; მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.573 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |