შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ქოქოსაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკოს-მშენებლის კვალიფიკაციით 1951 წელს. 1951-1953წწ. - სიონჰესის წყალსაცავის მშენებლობის ოსტატი, ტექნიკური განყოფილების ინჟინერი, მგეგმავი, დამპროექტებელი; 1953-1958წწ. - გუმათჰესის მშენებლობის სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, სამშენებლო უბნის უფროსი, კვანძის უფროსი; 1958-1960წწ. - ლაჯანურჰესის მშენებლობის მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1960-1963წწ. - საქართველოს კპ-ის ცკ-ის ინსტრუქტორი; 1963-1965წწ. - ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მმართველი და ერთდროულად - ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1966-1973წწ. - ამიერკავკასიის N489 ხიდმშენის სამმართველოს უფროსი; 1973-1985წწ. - თბილისის ს. კიროვის რაიაღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შემდეგ, თავმჯდომარე; 1985 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ანალიზხელსაწყოს" გენერალური დირექტორის მოადგილე. ხელმძღვანელობდა "გუმათჰესის", 128 ხიდის, ბინათმშენებლობის, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას თბილისსა და სხვა რეგიონებში. ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. დაჯილდოებულია სამი ორდენით, მედლებითა და საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.574; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.341 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |