შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ყურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს. მუშაობდა სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N4 სამშენებლო სამმართველოში ინჟინრად, იმავე სამინისტროს N7 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქშახტმშენში" საწარმოო განყოფილების საპროექტო ჯგუფის უფროს ინჟინრად, კომპლექტაციის განყოფილების უფროსად, ასევე, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N18 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილედ, სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" სახლსაშენ კომბინატში მშენებარე დირექციის დირექტორად, იმავე გაერთიანების N1 სახლსაშენი კომბინატის დირექტორად, საქართველოს მინისტრთა საბჭოს მთავარი სამეურნეო სამმართველოს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად; ხელმძღვანელობდა მრავალი საცხოვრებელი სახლის (ვაზისუბანში), კრწანისისა და კოჯრის სამთავრობო აგარაკების მშენებლობას; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.598 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |