შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკა ჯანჯღავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 1989-1992 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრაზე, ხოლო 1993 წელს გაიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ოფიცერ-არტილერისტთა მოსამზადებელი კურსი, 1995-1996 წწ. აშშ-ს არმიის ქვეითი ჯარის ასმეთაურის, აშშ-ს არმიის საჰაერო-სადესანტო და აშშ-ს არმიის რეინჯერის კურსები ფორტ ბენინგში, ჯორჯიის შტატში, 1999-2000 წწ. აშშ-ს არმიის სპეციალური დანიშნულების ძალების ოფიცრის მოსამზადებელი კურსი, ფორტ ბრაგში, ჩრდ. კაროლინის შტატი, ხოლო 2001-2002 წწ. კი აშშ-ს არმიის გენერალური შტაბის აკადემია, ფორტ ლევენვორსში, კანზასის შტატი. 1992–1996 წწ. თავდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობების სამმართველოს ოფიცერი; 1996–1998 წწ. თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ტაქტიკური დაზვერვის სამმართველოს უფროსი ოფიცერი; 1998–2000 წწ. კოჯრის სპეციალური დანიშნულების ბატალიონის მეთაური; 2000-2002 წწ. ივნისი სწრაფი რეაგირების ძალების სარდალი; 2002 წელს სახმელეთო ჯარების სარდალის მოვალეობის შემსრულებელი; 2004–2005 წწ. საბრძოლო მომზადების და სამხედრო მომზადების დეპარტამენტის უფროსი; 2005–2007 წწ. მე-4ე ქვეითი ბრიგადის მეთაური; 2007 წლის იანვარი-დეკემბერი ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი; 2008–2009 წწ. სამხედრო ატაშე საბერძნეთში, სერბეთში და მაკედონიაში; 2009-2010 წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5-ის სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; 2010-2010 წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო განათლებისა და საძრძოლო მომზადების სარდალი; 2010-2011 წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედო წარმომადგენელი ავღანეთში (ISAF); 2012-2013 წწ. საქართველოს სამხედრო ატაშე იტალია, ესპაენეთსა და პორტუგალიაში; 2013-2016 წწ. საქართველოს გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი; 2016 წლიდან საქართველოს გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი. მიღებული აქვს საბერძნეთის სადესანტო ნიშანი, აშშ-ს არმიის "რეინჯერის" და "სპეციალური დანიშნულების ძალების" სამხრე ნიშანი, კანადის სადესანტო ნიშანი, აშშ-ს ეროვნული გვარდის სადესანტო ნიშანი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პოლკოვნიკი, გენერალური შტაბის უფროსისი პირველი მოაგილე. წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი: mod.gov.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.111 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |