შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ შაბურიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1961წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "კავგიპროტრანსში" ტექნიკოსად, ინჟინრად; 1961-1980წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენში" სხვადასხვა თანამდებობაზე; 1980-1989წწ. ამავე ტრესტის მმართველის მოადგილე; 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოსთან არსებულ აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს; 1991 წლიდან მუშაობდა სს "ხიდმშენში"; აქტიურად მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა თბილისის აეროვაგზლის, ავტოვაგზლისა და რკინიგზის სადგურების მშენებლობას, თბილისის ელმავალთმშენებელი და ელექტროვაგონშემკეთებელი და ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნების რეკონსტრუქციას, "მარაბდა-ახალქალაქისა" და "ზუგდიდი-ჯვრის" ახალი სარკინიგზო ხაზების მშენებლობას, ამიერკავკასიის რკინიგზის "თბილისი-სამტრედიისა" და "გარდაბან-კიროვაბადის" (აზერბაიჯანში) მე-2 სარკინიგზო ხაზების ელექტრიფიცირებას, საცხოვრებელი სახლების, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების, სამდინარო ხიდების მშენებლობას; ჩართული იყო სომხეთში მიწისძვრით დაზარალებული ობიექტების აღდგენა-მშენებლობაში (1967), ი. გოგებაშვილის (ვარიანში) და ი. მაჩაბლის სახლ-მუზეუმების, ალავერდის ტაძრის, შუამთის მონასტრის, სურამის ციხის, ბოდბის წმ. ნინოს ეკლესიის და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ძეგლების აღდგენაში; მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები, სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სახელობითი საჩუქარი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.600 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |