Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მესხი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი რიონი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გიორგი მესხი ქუთაისში დაბრუნდა. ქუთაისის გიმნაზიაში ისტორიასა და გეოგრაფიას ასწავლიდა, მაგრამ სასწავლებელში არსებულ რეჟიმს ვერ შეეგუა, პედაგოგობას თავი დაანება და საჩხერის მაზრაში მომრიგებელ შუამავლად დაიწყო მუშაობა. ცოლად ჰყავდა ქუთაისის პირველდაწყებითი ორკლასიანი სასწავლებლის გამგის, ლოტბარ ანდრია მრევლიშვილის ასული ანა. მას ძალიან უყვარდა მუსიკა და კარგად უკრავდა სიმებიან ინსტრუმენტებზე. ოთხი შვილის მამა დიდხანს არც მომრიგებელი შუამავლის თანამდებობა შერჩა, ისევ რუსეთში წავიდა და მოსკოვის უნივერსიტეტში მოეწყო. პეტერბურგში არეულობის და მოსკოვში ლტოლვილობის დროს, ფეხით დიდი გზა გაუვლია, რამაც მისი ჯანმრთელობა ძალიან შეარყია. მოსკოვში უკვე ავადმყოფი სწავლობდა: გულის უკმარისობას წყალმანკიც დაერთო და სრულიად ახალგაზრდა, შუა ასაკს მიუღწეველი ქუთაისში გარდაიცვალა. დაკრძალეს სოფელ რიონში. გიორგის ქვრივი ანა, ვაჟი ანდრია და სამი ქალიშვილი ბაბუის, სიმონ მესხის მეურვეობის ქვეშ დარჩნენ. სიმონმა ყველა შვილიშვილს დაამთავრებინა საშუალო სასწავლებელი, რის შემდეგ ანდრია რკინიგზის უწყებაში განაწესეს, ქალები კი აქტიურად მონაწილეობდნენ ქუთაისის ქართულ თეატრში. საყურადღებოა, რომ ცნობილი ქართველი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე გიორგი მესხის ქალიშვილის მარიამის შვილი იყო. საქმის მომრიგებელი. წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |