შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ შანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს; იმავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1968 წელს. 1962-1964წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში ხიდების გამოსაცდელ სადგურსა და სალიანდაგო სამსახურში; 1967-1969წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მექანიზაციის სპეცტრესტის სპეციალიზებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში ოსტატად; 1969-1979წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფუძე-საძირკვლების კათედრაზე ასისტენტად, დოცენტად; 1979-1985წწ. საქართველოს სახალხო კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის მშენებლობის, სამშენებლო ინდუსტრიისა და კომუნალური მეურნეობის განყოფილებაში; 1985-1996წწ. იყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს კომბინატ "თბილხიდმშენინდუსტრიის" მთავარი ინჟინერი, ხიდების სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი; მონაწილეობდა ქ. თბილისისა და ქ. სოხუმის შემოვლითი გზების, ხიდებისა და ესტაკადების, "ბორჯომ-ბაკურიანის" საავტომობილო გზის, ხიდისა და გვირაბის მშენებლობაში; არის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.605
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |