The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ შელეგია

თემურ შელეგია
დაბადების თარიღი:9 ნოემბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:2013  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1956 წელს.

1957 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; 1960-1963წწ. მუშაობს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის ბორჯომის N1 სამშენებლო სამმართველოს ბაკურიანის სამშენებლო უბანზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1963-1967წწ. იყო საბჭოთა კავშირის ქიმიური მრეწველობის სამინისტროს რუსთავის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1967-1975წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N10 ტრესტ "მაღლივმშენში" უფროს ინჟინრად, N6 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; მივლინებული იყო ქ. ისპაჰანში (ირანის რესპუბლიკა) მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე ინჟინერ-ექსპერტად, უბნის უფროსად; 1975-1984წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") ტიპური დაპროექტების ინსტიტუტის თბილისის ფილიალში მთავარ ინჟინრად; 1984-1986წწ. მუშაობდა რესპუბლიკური გაერთიანება "საქსაკოლმშენის" საწარმოო სამმართველოს უფროსად, გამგეობის წევრად; 1986-1992წწ. იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მთავარ სამეურნეო სამმართველოში კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი და სამშენებლო-საპროექტო გაერთიანების დირექტორის მოადგილე; 1992-1994წწ. კონცერნ "ვარძიადან" მივლინრბული იყო ლიბიის არაბთა ჯამაჰერიაში ერთობლივი საწარმო "ლიბია-ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილედ, ხოლო 1997 წლამდე იყო კონცერნ "ვარძიას" კონსულტანტი; 1997-1998წწ. იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანოს დირექტორის მოადგილე; 1998-2003წწ. შპს "ევროსტანდარტი XXI" მშენებლობაში სერტიფიკაციის ორგანოს დირექტორის მოადგილე; 2003 წელს არჩეულ იქნა მშენებელ-ექსპერტთა კავშირის "მეკ XXI"ის გამგეობის თავმჯდომარედ; დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.610-611

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშენებელთა ფედერაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: