შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971-1991წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსათბურმშენში" მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, კომპლექტაციის სამმართველოს მთავარ ინჟინრად და უფროსად; 1991-1998წწ. იყო საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტების - "საქკომუნრემმშენისა" და "საქკომუნმრეწვის" მმართველის მოადგილე და მმართველი; 1998 წლიდან იყო სს "სარაჯიშვილის" გენერალური დირექტორის მოადგილე და გენერალური დირექტორი; სააქციო საზოგადოების ტექნიკური დირექტორი; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი კრწანისის, ბიჭვინთის, კინდღის, ოხურეისა და წყალტუბოს სასათბურე კომბინატების მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა რსფსრ ვოლოგდის ოლქის არაშავმიწანიადაგიანი ზონისა და ყიზლარის ზამთრის საძოვრების ობიექტების, დაბა "ივერიის", ქ. თბილისის ძველი უბნების, თბილისის კონიაკის ქარხნის (ახლანდელი სს "სარაჯიშვილი") რეკონსტრუქციას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.612-613
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |