The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახა ლომაია

კახა ლომაია
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ლომაია
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1963  (60 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდრომშენებლის სპეციალობით 1985 წელს, მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა 1992 წელს.

1985-1987 წწ. მუშაობდა "თბილჰიდროპროექტის" ინსტიტუტში ინჟინრად; 1989-1992 წწ. იყო მოსკოვის ქართული სათვისტომოს დარბაზის წევრი, 1991 წელს მოსკოვში დაინიშნა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მოადგილედ, შემდეგ საქართველოს ელჩად რუსეთში; 1995-2000 წწ. მუშაობდა ევრაზიის ფონდის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის პროგრამის კოორდინატორად; 2000-2002 წწ. ამავე ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორად; 2002-2003 წწ. იყო საერთაშორისო ორგანიზაციის "Dimoqrasi qoalisn"-ის რეგიონული დირექტორი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში; 2003-2004 წწ. ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი; 2004-2007 წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; 2007-2009 წწ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად; 2009-2012 წწ. საქართველოს მუდმივი და სრულფლებიანი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში; როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, 50-ზე მეტ სახელმწიფოსთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. 2014 წლიდან იყო სამთავრობათაშორისო საქმეთა უფროსი ოფიცერი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეისა და კონფერენციების მართვის დეპარტამენტში (ნიუ-იორკი). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, სახელმწიფო მოღვაწე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასიური ენერგეტიკული ნაგებობების დინამიკური მახასიათებლების კვლევა", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.290; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.107

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნული სამართლიანობის კავშირი, წევრი
  • მოსკოვის ქართული სათვისტომო დარბაზი, წევრი (1989-1992)
  • ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი, წევრი (1989-1995)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმ. გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის კავალერი

გააზიარე: