შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. 1964-1981წწ. მუშაობდა ქ. თბილისის გაზმომარაგების სამმართველოს "თბილგაზის" სისტემაში ოსტატად, უფროს ინჟინრად, კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად, საქარხნო რაიონის გაზის მეურნეობის კანტორის უფროსად; 1981-1985წწ. იყო ქ. თბილისის საქარხნო რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის მმართველი; 1985-2010წწ. ქ. თბილისის გაზმომარაგების სამმართველოს "თბილგაზის" გაზიფიკაციის სამსახურის უფროსი, სს "თბილგაზის" გენერალური დირექტორის მოადგილე მშენებლობის დარგში, ტექზედამხედველობისა და კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი; ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის საცხოვრებელი სახლების, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო-კომუნალური ობიექტების გაზმომარაგებას, საქალაქო გაზმომარაგების მაგისტრალური და შიდაკვარტალური გაზგაყვანილობის ქსელების მშენებლობასა და ექსპლუატაციას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.616
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |