The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბერდო შეშელიძე

ბერდო შეშელიძე
დაბადების თარიღი:22 მარტი, 1933
გარდაცვ. თარიღი:1986  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1956 წელს.

1956-1970წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანბა "მთავართბილმშენის" სისტემაში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1970 წელს სათავეში ჩაუდგა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N15 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოს, მოგვიანებით კი - თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N6 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს; მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქკურორტრემმშენის" საპეცსანტექელექტრო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; ხელმძღვანელობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" ადმინისტრაციული შენობის, საცხოვრებელი სახლების (გლდანისა და მუხიანის მ/რაიონებში), სხვადასხვა სამკურნალო-დასასვენებელი ობიექტების მშენებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.618-619


გააზიარე: