შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ შუკაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს. 1952-1957წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალში ხელოვნური ნაგებობების განყოფილების ინჟინრად; 1957-1963წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გზატკეცილების მთავარი სამმართველოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის უფროსად; ტექნიკური სამმართველოს უფროსად; 1963-1968წწ. იყო საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და მთავარი ინჟინერი, კოლეგიის წევრი; 1968-1977წწ. საქართველოს საავტომობილო გზების მინისტრის პირველი მოადგილე და კოლეგიის წევრი; ხელმძღვანელობდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი საგზაო დანიშნულების ობიექტების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს საავტომობილო გზების ქსელისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში; დაჯილდოებული იყო საპატიო სიგელებითა და სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.622-623 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |