შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ცინცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ოზურგეთის მაზრა (ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1928 წელს. მუშაობა დაიწყო ქუთაისის პირველ სამშობიარო სახლში; 1941 წლიწს 22 ივნისს გაიწვიეს ჯარში და ჩარიცხეს 55-ე მედიკურ-სანიტარულ ბატალიონში; იმავე წელს ჩავარდა ტყვედ ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ დიდი ტოკმაკის მიდამოებში; ტყვედ ყოფნის დროს გერმანელებმა დანიშნეს ზაპოროჟიეს მესამე სამშობიარო სახლში მეან-გინეკოლოგად; სისტემატურად ეხმარებოდა ტყვეებს, მათ შორის, ქართველებს, რის გამოც მადლიერებით იხსენიებდნენ სამშობლოში დაბრუნებულნი; 1943 წელს გადაიყვანეს ქ. მელიტოპოლის საავადმყოფოში სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების უფროსად; 1944 წელს გათავისუფლებული იყო საბჭოთა ჯარების მიერ და სათანადო მკაცრი შემოწმების შემდეგ ჩარიცხეს მესამე ფრონტის ერთერთ ნაწილში; ფრონტის სამხედრო საბჭომ აღუდგინა საბჭოთა ოფიცრის ყველა უფლება და დანიშნა N4316 მოძრავი ქირურგიული საველე ჰოსპიტალის განყოფილების უფროსად; 1945 წლის ივნისში დააპატიმრეს სამშობლოს ღალატის მუხლით, მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის შრომა-გასწორების ბანაკში, 5 წლით სამოქალაქო უფლებების შეკვეცით, პირადი ქონების კონფისკაციით და სამედიცინო კაპიტნის წოდების ჩამორთმევით. ბრალდება არ უღიარებია; სასჯელს იხდიდა კრასნოიარსკის მხარეში; გათავისუფლდა 1954 წლის ამნისტიის საფუძველზე; საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ქუთაისის მეორე სამშობიარო სახლში. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლომ 1998 წლის 7 მაისს, საქმე-N2/1333, სერგო კონსტანტინეს-ძე ცინცაძე სცნო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. მეან-გინეკოლოგი. წყარო: ...და რომ გახსოვდეს : 1921-1953 წ.წ. საბჭ. ხელისუფლების მიერ საქართველოში პოლიტიკური მოტივით რეპრესირებული სამედიცინო მუშაკები.-თბ.,2004.-გვ.278-279
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |