Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან ჩანჩიბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სპეციალობით 1954 წელს. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კაპმშენებლობის მთავარი სამმართველოს საპროექტო ინსტიტუტში და საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" განყოფილების უფროსად, ინსტიტუტის დირექტორისა და მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1988 წელს დაინიშნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო სარემონტო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; აქტიურად მონაწილეობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტის" მიერ შემუშავებული პროექტებით განხორციელებული მნიშვნელოვანი სამრეწველო და სპეცდანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; არის გამოგონების ავტორი; დაჯილდოებულია საიუბილეო მედლით, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.626-627 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |