The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქუტა ჩაფიჩაძე

ქუტა ჩაფიჩაძე
დაბადების თარიღი:4 მარტი, 1923
გარდაცვ. თარიღი:1980  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1949 წელს.

1942-1945წწ. მუშაობდა ბაღდათის რაისაავადმყოფოს მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1950 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" უბნის უფროსად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად, რკინაბეტონის კომბინატის დირექტორად; ასევე მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტ "ჭიათურმანგანუმმშენის" სამშენებლო სამმართველოების "მრეწვმშენისა" და "ბინმშენის" უფროსად; პროფესიული საქმიანობის შემდეგ პერიოდში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" N6 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის თბილისის სამშენებლო სამმართველოს უფროსი; აქტიურად მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ქალაქების - რუსთავისა და ჭიათურის მნიშვნელოვანი სამრეწველო, საბინაო და სოციალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, ასევე ქ. თბილისის სამრეწველო და საზოგადოებრივი დანიშნულების მსხვილი კომპლექსების მშენებლობას; იყო საბჭოთა კავშირის შავი მეტალურგიის მრეწველობის სამინისტროს ობიექტების მშენებლობაში მიღებული წარმატებებისათვის მინიჭებული ჰქონდა "წარჩინებული მშენებლობის" წოდება (1954), საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.627-628

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: