შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ჩემია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ფოთის ჰიდროსამელიორაციო ტექნიკუმი 1956 წელს; ოდესის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1961 წელს. 1961 წელს მუშაობა დაიწყო ქ. გუდაუთაში დისლოცირებულ საინჟინრო სამხედრო ნაწილში სამშენებლო უბნის სამუშაოთა მწარმოებლად; 1964-1965წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენში" სამშენებლო უბნის უფროსად; 1966-1967წწ. იმავე ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოს უფროსი იყო; 1968-1971წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" სახარჯთაღრიცხვო და სახელშეკრულებო განყოფილების უფროსად; 1972 წელს დაინიშნა იმავე ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1975-1978წწ. მუშაობდა საქართველოს ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად; კურირებდა ბზიფის ხორცკომბინატის კომპლექსის მშენებლობას; 1979-1982წწ. იყო ქ. გაგრის საქალაქო საბჭოს აღმასკომთან არსებული საპროექტო ბიუროს მთავარი ინჟინერი; 1982-1985წწ. მუშაობდა ქ. გაგრის მხატვრული გაფორმების კომბინატის დირექტორად; 1985-1992წწ. იყო ქ. გაგრის საქალაქო საბჭოს აღმასკომთან არსებული საპროექტო ბიუროს უფროსი; 1992 წლის ნოემბრიდან, აფხაზეთიდან დევნილობაში მყოფი, მუშაობდა უკრაინაში, ქ. ნიკოლაევის ერთ-ერთ სამშენებლო ორგანიზაციაში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა გუდაუთის რაიონისა და ქ. გაგრის ზონის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების, კულტ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების, საკურორტი და სამრეწველო კომპლექსების მშენებლობას; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბიჭვინთის მაღლივი პანსიონატების საერთაშორისო მნიშვნელობის საკურორტო კომპლექსის მშენებლობაში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.632
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |