შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ჩიბალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951-1961წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტში" ინჟინერ-დამპროექტებლად; მონაწილეობდა "ლაჯანურჰესის", "ხრამჰეს-2", "ნამოხვანჰესის" და გარდაბნის სრესის დაპროექტებაში; 1961 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში სოფლის მეურნეობის კაპდაბანდებების განყოფილების უფროსად; მონაწილეობდა რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის განვითარების გეგმის სოფლის მეურნეობის დარგის კაპმშენებლობის პროექტების შედგენაში და საკავშირო ორგანოებში დაცვაში; 1973 წელს დაინიშნა საქართველოს დამზადების მინისტრის მოადგილედ მშენებლობის დარგში; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებულ იქნა და აშენდა კაჭრეთისა და მარნეულის წისქვილკომბინატები, ოჩამჩირის კომბინირებული საკვების ქარხანა და დარგის სხვა მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტები; დაჯილდოებულია სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედლით და რესპუბლიკის სამთავრობო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.633; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.129 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |