The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტუგული ჩიქვინიძე

ტუგული ჩიქვინიძე
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1934  (90 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1983წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტში საპროექტო ჯგუფის ინჟინრად, N5 სამშენებლო სამმართველოს ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, N3 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1983-1993წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს გორის N3 სამშენებლო ტრესტის მმართველი; 1993 წლიდან სს "საწარმოო უზრუნველყოფის" გენერალური დირექტორია; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, შიდა ქართლსა და ქ. თბილისში აშენდა სასოფლო-სამეურნეო, გადამამუშავებელი მრეწველობის, სოციალურ-კულტურული დანიშნულების მრავალი ობიექტი, მათ შორის - თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, მირიანის მეფრინველეობის უმსხვილესი კომპლექსი, სოფელ საქადაგიანოში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლები და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.639

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: