The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ჩიქოვანი

ვახტანგ ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:1926  (99 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი საავტომობილო გზებისა და ხიდების მშენებლობის სპეციალობით 1951 წელს.

1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გზატკეცილების მთავარი სამმართველოს სისტემაში; 1963 წლიდან იყო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის უფროსი; 1964-1977წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საპროექტო ორგანიზაციის დირექტორი; 1979-1982წწ. ხელმძღვანელობდა მშენებარე ობიექტების N1 დირექციას; 1982-1985წწ, - N5 საგზაო-საექსპლუატაციო უბანს; 1985-1990წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს სისტემაშის ხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზეა; მისი ხელმძღვანელობით შედგენილია საქართველოს საავტომობილო გზების რეკონსტრუქციისა და მშენებლობის მრავალი პროექტი. მიღებული აქვს მედალი "თავდადებული შრომისათვის" (1971).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.640

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - შრომის ვეტერანი
  • 1974 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1961 - საპატიო მეგზევე
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: