შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჩიჩუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1964 წელს. 1965 წლიდან მუშაობდა ჯერ საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად; 1967-1970წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "თბილზნიიეპში" უფროს არქიტექტორად; ამ პერიოდში იყო რამდენიმე ინდივიდუალური და ტიპური პროექტის ავტორი; მათ შორის აღსანიშნავია სპორტული კომპლექსი სამარყანდში და საქართველოს წიგნის პალატა თბილისში; 1970 წლიდან მოსკოვის ცენტრალურ სასწავლო ნაგებობათა დაპროექტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლობდა; 1975 წლიდან მუშაობდა ინსტიტუტ "თბილზნიიეპში" უფროს მეცნიერ-მუშაკად; მონაწილეობდა რაიონული დაგეგმარების სოფლის ინდივიდუალური სახლების დაპროექტებაში; 1978 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, ჯერ დოცენტის, შემდეგ სრული პროფესორის თანამდებობაზე; 1995-2004წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურული კონსტრუქციების კათედრის გამგე; არის 44 არქიტექტურული პროექტის ავტორი, რომელთაგანა 26 განხორციელებულია, მათ შორის 8 ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაში; არის 21 სამეცნიერო სტატიის, ერთი მონოგრაფიის თანაავტორი და მეთოდური მითითების ავტორი; მონაწილეობდა 2 საერთაშორისო და 4 ადგილობრივ კონფერენციაში. სადისერტაციო თემა - "გამსხვილებული სასკოლო კომპლექსების ქალაქგეგმარებითი სტრუქტურის საკითხები", დაიცვა 1977 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.641 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |