The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან ჩუბინიძე

ვალერიან ჩუბინიძე
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1899
გარდაცვ. თარიღი:1983  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მარტოთუბანი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტი 1930 წელს.

1924-1925წწ. მუშაობდა "ზაჰესის"  მშენებლობაზე ოსტატად და უფროს ტექნიკოსად; 1930-1940წწ. "რიონჰესის" საძიებო პარტიაში ტექნიკოსად, რიონჰესის მშენებლობის ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, "ხრამჰეს-1"-ის მშენებლობაზე ხელმძღვანელობდა სამუშაოთა ორგანიზაციის დაგეგმარების ჯგუფს, საგზაო მშენებლობის სამმართველოს, ჰესის სათავე ნაგებობის კვანძის მშენებლობასა და საგეგმო-საწარმოო განყოფილებას; 1940-1944წწ. იყო "სოხუმჰესის" მშენებლობისა და ზესტაფონის რაიონის შროშის (ძირულის) ცეცხლგამძლე ნაკეთობათა ქარხნის მთავარი ინჟინერი; 1944-1955წწ. მუშაობდა სიონის წყალსაცავის მშენებლობაზე, სამგორისა და გუმბათის ჰესების მშენებლობების მთავარ ინჟინრად; 1955-1974წწ. სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მთავარ ინჟინრად, ტრესტის მმართველის მოადგილედ; მონაწილეობდა საქართველოს ყველა ძირითადი ენერგოობიექტის მშენებლობაში; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.649-50

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ენერგეტიკოსი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: