The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ჩხეიძე

კონსტანტინე ჩხეიძე
დაბადების თარიღი:2 სექტემბერი, 1932  (92 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

 დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1956 წელს.

1956-1961წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად; 1961-1970წწ. საკავშირო გაერთიანება "რეკლამის", "საქმთავარრეკლამის" თერჯოლის ორგანიზაციის ხელმძღვანელად, დასავლეთ საქართველოს სარეკლამო სახელოსნოს დირექტორად; 1970-1975წწ. იყო სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარკოოპმშენის" განყოფილების გამგე, კოლეგიის წევრი; 1975-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N11 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1981-1983წწ. სამშენებლო ტრესტ "საქმთავარწყალმშენის" მმართველის მოადგილედ; 1983-1992წწ. საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს ტრესტ "სპეცრემმშენის" მმართველად; 1992 წლიდან იყო სპეციალიზებული სამშენებლო-სამრეწველო გაერთიანება "სპეცმშენმრეწვმონტაჟის" მმართველი; ხელმძღვანელობდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მეცხოველეობის კომპლექსების, კვების მრეწველობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტების, მათ შორის შამპანურის კომბინატის, ჩაის ფაბრიკისა და წყალსადენის (თერჯოლაში), კაჭრეთის ელევატორის, გამარჯვების მეფრინველეობის ფაბრიკის, "დინამოს" სტადიონის პრესდარბაზის, რესტორან "მოსკოვის", ავეჯის სახლის, აეროპორტის რესტორან-კაფეს (თბილისში), რესტორნების - "მედეა", "აეროპორტი", სავაჭრო ცენტრ "უნივერსამის" (ბათუმში), გამოთვლითი ცენტრისა და ახალგაზრდული კომპლექსის (მოსკოვში) მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ გადაცემას; მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.653-654

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: