Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ჩხობაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1958 წელს. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში - "საქქალაქმშენსახლპროექტი" და "სოფლმშენსახლპროექტი" არქიტექტორად და პროექტის მთავარ არქიტექტორად; იყო პროექტების ავტორი და თანაავტორი; საქართველოს კურორტების მართვის საბჭოში ("საქკურორტსაბჭო") მუშაობდა ჰიდრო-გეოლოგიისა და შენობა-ნაგებობათა ექსპლუატაციის განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1971 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს მშენებლობის განყოფილებაში უფროს რეფერენტად; კურირებას უწევდა რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის დარგების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას; 1980 წელს დაინიშნა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1982 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო აკადემიის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი; 1986 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, კაპიტალური მშენებლობის სამსახურის უფროსი; ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1979); ავტორია რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.658 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |