The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ტიელიძე

ლევან ტიელიძე
Date of birth:7 October, 1986  (38 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის სპეციალობით 2007 წელს; ამავე უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა, გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის სპეციალობით 2009 წელს; 2016 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

2006 წლიდან მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილებაში ლაბორანტად, 2009 წლიდან მუშაობდა ამავე განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე, ხოლო 2018 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. 2014-2015 წწ. სტაჟირება გაიარა აშშ-ში, მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტში; 2015-2017 წწ. კანადის ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში, ხოლო 2018 წელს შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში. არის მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის ცენტრის (ციურიხი, შვეიცარია) ოფიციალური კორესპონდენტი საქართველოში, 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის ცხრა მონოგრაფიის) ავტორი და თანაავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე - საქართველოში, გერმანიაში, ჩინეთში, რუსეთში, ამერიკაში, შვეიცარიაში, თურქეთსა და ჰოლანდიაში. 2014 წელს დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით, 2016 წელს მიენიჭა წინანდლის პრემია საბუნებისემტყველო მეცნიერებათა დარგში, 2017 წლის იანვრიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტი, ხოლო 2017 წლის ოქტომბერში დაჯილდოვდა საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის წოდებით. გეოგრაფიის დოქტორი, გლაციოლოგი, გეომორფოლოგი.

წყარო: ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ვებ-გვერდი: geography.tsu.ge

Member of Organizations

  • Global Land Ice Measurements from Space (GLIMS), რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი კავკასიაში, (კოლორადო, აშშ)
  • ამერიკის გეოლოგიური საზოგადოება, წევრი (ბოულდერი, კოლორადო, აშშ)
  • ევროპის გეომეცნიერებათა კავშირი, წევრი (მიუნხენი, გერმანია)
  • მუდმივი მზრალობის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • საერთაშორისო გლაციოლოგიური საზოგადოება, წევრი (კემბრიჯი, გაერთიანებული სამეფო)
  • საერთაშორისო კრიოსფერული ასოციაცია, წევრი
  • საერთაშორისო სამთო კარტოგრაფიული კომისია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო, წევრი

Bibliography


Share: